მიკედლებული, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 5 284 ცხოველი ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ ბუნებრივ არეალში დაბრუნდა - სეს

10 ნოემბერი 2025, 12:09 68 ნახვა

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 5 284 ცხოველი ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ ბუნებრივ არეალში დაბრუნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცხოველებს ჩაუტარდათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, დაედო საყურე ნიშანი, გაუკეთდათ სტერილიზაცია/კასტრაცია და ასე შემდეგ.

„მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილი 5 396 ცხოველიდან (აჭარაში – 940 ძაღლი და 32 კატა; იმერეთში – 1911 ძაღლი და 10 კატა; კახეთში – 2 439 ძაღლი; ბორჯომის მუნიციპალიტეტში – 64 ძაღლი) ეკიპაჟის წევრებმა ბუნებრივ არეალში დააბრუნეს 5 284, ხოლო 112 – ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაბრუნდება.

ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი მანიპულაციები: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; 5 368 ძაღლს/კატას გაუკეთდა იდენტიფიკაცია, დაედო საყურე ნიშანი (28 ძაღლს ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დადებული საყურე ნიშანი); 5 284 ძაღლს/კატას გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია.

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.

პროგრამა დღეისთვის მოიცავს აჭარას, იმერეთის, კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.

პროგრამის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მონაცემებს მუდმივ რეჟიმში განაახლებს და მიაწვდის საზოგადოებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე