ჰამასის მძევალთა ოჯახები ჰააგაში გაემგზავრნენ

14 თებერვალი 2024, 13:10 308 ნახვა

7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ ჰამასის მიერ ღაზაში გატაცებული ისრაელელი მძევლების ნათესავები ისრაელიდან ჰააგაში გაემგზავრნენ, რათა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წარუდგინონ სამართლებრივი დოკუმენტები და ჰამასის დანაშაულების გამოძიებისკენ მოუწოდონ.

დელეგაცია, რომელშიც  ჰამასის მძევლების 100-მდე ნათესავი შედის, ჰააგიდან ბრიუსელში ჩავა, რათა გაააქტიუროს ძალისხმევა, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა გამოიძიოს ჰამასის დანაშაულები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში