ბათუმი-სარფის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა - მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები

20 თებერვალი 2024, 12:05 390 ნახვა

ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, დღეს დილით, მეწყერი ჩამოწვა. კლდიდან მიწის მასა და ქვის ლოდები ჩამოიშალა, რის გამოც მოძრაობა შეწყდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და  მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველებიც.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში