ბათუმი-სარფის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

20 თებერვალი 2024, 14:05 345 ნახვა

ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დღეს დილით მეწყერი ჩამოწვა. კლდიდან მიწის მასა და ქვის ლოდები ჩამოიშალა, რის გამოც მოძრაობა შეფერხებული იყო. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და  მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში