გიდების საერთაშორისო კონფერენცია

22 თებერვალი 2024, 13:44 323 ნახვა

გიდების საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით წელს პირველად  იმართება დღეს დასრულდება. კონფერენციის მეორე დღე მუზეუმებს, როგორც ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის საცავს ეთმობა. სწორედ მუზეუმები ინახავს ამა თუ იმ ქვეყნის, ქალაქისა და კუთხის ისტორიას, ადგილობრივების ყოფა-ცხოვრებასა და კულტურას.    

კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ  მუზეუმების როლსა და მნიშვნელობაზე, სადაც ერთ-ერთი მთავარი კვლავ გიდია.

გიდი, როგორც ელჩი, რომელიც ტურისტებს ქვეყნის ისტორიას და მის ღირსშესანიშნაობებს წარუდგენს.  შესაბამისად კონფერენციის მთავარი მიზანი მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებაა.   

ამ კუთხით რეგიონში არაერთი საგანამანათლებლო პროგრამა მოქმედებს, მათ შორის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.   

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში