აშშ-მა რუსეთს 500 ახალი სანქცია დაუწესა

23 თებერვალი 2024, 17:54 335 ნახვა

უკრაინის ომთან დაკავშირებით და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საპატიმროში დაღუპვის გამო, აშშ-მა რუსეთს 500 ახალი სანქცია დაუწესა.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, სანქციების სამიზნე გახდნენ ნავალნის პატიმრობასა და რუსეთის ომის მანქანასთან დაკავშირებული ადამიანები, ასევე ფინანსური სექტორი, თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, შესყიდვების ქსელები და სანქციების თავიდან ამცილებლები არაერთი კონტინენტის მასშტაბით.

ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდება 100-მდე კომპანიასა და ფიზიკურ პირზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში