„ბათუმი“ ქუთაისის „აიასთან“ დამარცხდა 

25 თებერვალი 2024, 09:58 482 ნახვა

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის დიდი 10-ის გათამაშებაში ქუთაისის „აიამ“ უშუალო კონკურენტს „ბათუმს“ უმასპინძლა და 18:8 დაამარცხა. „აიას“ 54 ქულა აქვს და ათი ქულით უსწრებს „ბათუმს“.

პლეი-ოფებამდე სამი ტურია დარჩენილი და სავარაუდოდ იქ პირველი ორი ადგილით „აია“ და „ლელო“ გავლენ, რომელიც 58 ქულით პირველ ადგილზეა.

„ბათუმი“ 44 ქულით მესამე პოზიციაზე რჩება, მდევრებს 8 ქულით უსწრებს და სავარაუდოდ რეგულარულ ჩემპიონატსაც ამ ადგილზე დაასრულებს, რაც მას ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის უპირატესობას მიანიჭებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში