საქართველოს ნაკრების მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იქნება

22 მარტი 2024, 10:35 622 ნახვა

ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იქნება.

ბერძნებმა ნახევარფინალში დიდი ანგარიშით 5:0 ყაზახეთის ნაკრები დაამარცხეს.

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებთა მატჩი 26 მარტს, თბილისში  „დინამო არენაზე“ გაიმართება.

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში