“კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ – 406 ორგანიზაციის განცხადება

08 აპრილი 2024, 14:01 288 ნახვა

"კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს! - ხელისუფლება ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების ნაცვლად, ამ კანონით გვაშორებს ევროკავშირს და განუზომლად აზიანებს საქართველოს დემოკრატიულ და უსაფრთხო მომავალს” - ამ შინაარსის განცხადებას 406 არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. მათი თქმით, რუსული კანონის მიღება დაუცველს დატოვებს ყველა სეგმენტს.

“ეს და ამ კვირაში ინიციირებული მტრული კანონები მიზნად ისახავს მოსახლეობის გახლეჩას, ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებას და სიტყვის თავისუფლების გაუქმებას.

ეს არის ხელისუფლების პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვამხელთ და ვასაჯაროვებთ.”- წერია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში