ჩემპიონთა ლიგა - მეოთხედფინალები 

10 აპრილი 2024, 10:01 242 ნახვა

გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის ორი მეოთხედფინალური შეხვედრა. მადრიდში „რეალმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და ფრედ 3:3 ითამაშა. ასევე ფრე - 2:2 დაფიქსირდა ლონდონის „არსენალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამართულ შეხვედრაშიც.

ნახევარფინალში გამსვლელთა ვინაობა განმეორებით მატჩებში გაირკვევა, რომელიც 17 აპრილს გაიმართება.

დღეს ლიგაზე კიდევ ორი დაპირისპირება შედგება.

მადრიდის „ატლეტიკო“ დორტმუნდის „ბორუსიას“ მიიღებს, „ბარსელონა“ კი საფრანგეთში „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება. ორივე მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში