მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და მორიგი რეკორდი 

11 აპრილი 2024, 08:08 214 ნახვა

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი გამართა. მისი შედეგიანობით კი „სან ანტონიომ“ სტუმრად „მემფისი“ 102:87 დაამარცხა.

სანდრო სასტარტო ხუთეულში იყო და კარიერის მეექვსე, ამ სეზონში კი მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 26 წუთში 11 ქულა და 16 მოხსნა იყო.

ეს მისი NBA-ს კარიერის მოხსნების რეკორდია. „სან ანტონიოს“ მომდევნო მატჩი დღეს ოკლაჰომაში ელის.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში