მმართველი გუნდი ''გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე''

13 აპრილი 2024, 20:01 331 ნახვა

''ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ყველას ურჩევს, წაუკითხავ კანონს ნუ აპროტესტებენ. ''ქართული ოცნებისთვის'', რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია, კრიტიკოსების არგუმენტები არადამაჯერებელია და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს აქვს სრული უფლება გააკონტროლოს ყველა საეჭვო ფულის ტრანზაქცია. 

ყოფილი პრემიერი და ახლა უკვე ქართული ოცნების თავმჯდომარე  მხარს უჭერს თანაგუნდელების მიერ ხელახლა ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივას და უკვირს რატომ უნდა იყოს ტაბუდადებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა.  

აქვე გეტყვით, რომ კანონპროექტის განხილვა კომიტეტზე ორშაბათს დაწყება, საბოლოოდ მის მიღებას კი ''ქართული ოცნება'' 17 მაისს გეგმავს.

მანამდე კი, უკვე ორშაბათიდან, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში