ძლიერი საქართველო-ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს და „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.
პარტიის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სარჩელი კონსტიტუციონალისტთა ჯგუფთან ერთად მომზადდა, რომლებიც პროცესშიც იქნებიან ჩართულები. პარტიაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ, სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართავენ, რადგან მიაჩნიათ,რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა ანტიკონსტიტუციურია.
აქვე გეტყვით, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს ქართული ოცნება. ცნობილია, რომ აკრძალვა შეეხება ათამდე ოპოზიციურ პარტიას. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ სარჩელის ჩაბარებიდან 9-თვიან ვადაში უნდა მიიღოს.