გიორგი გახარია ლენინივით ცდილობს გერმანიიდან რევოლუციების ორგანიზებას - შალვა პაპუაშვილი

27 ოქტომბერი 2025, 14:49 118 ნახვა

არის პარტია, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება ბატონი გიორგი გახარიას მიერ, რომელიც გერმანიაშია და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებს ახლა უწევთ ამომრჩეველთან გაამართლონ საკუთარი ქმედება, თუ რატომ არ შევიდნენ პარლამენტში ერთი წლის განმავლობაში.

„წინა პარლამენტშიც იგივე იყო, გახსოვთ მელიას განცხადება, პუფი იქნება ის, ვინც პარლამენტში შევაო და შემდეგ პუფებად შემოვიდნენ. მათაც არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ აქტიური მუშაობა ჰქონოდათ პარლამენტში, მანდატები არ დათმეს, მაგრამ არც პარლამენტში შემოდგეს ფეხი. ახლა უწევთ საპარლამენტო არჩევნების აღიარება და რთულ მდგომარეობაში არიან, რომ რაღაც გამართლება მოუძებნონ. თუმცა, უფრო უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს. დამარცხებულ ოპოზიციას, დამარცხებულ ელჩებთან ერთად არ უნდოდა ეღიარებინა საკუთარი მარცხი, დაიწყეს გეგმა ბ-ზე მუშაობა, რომ ძალადობრივი გზით ჩამოეშორებინათ ეროვნული და ლეგიტიმური ხელისუფლება, მიეცათ მარიონეტებისთვის გარედან. ეს გეგმა ჩავარდა, საბოლოოდ კი ჩავარდა 4 ოქტომბერს. აქვე გავიხსენებ, ქალბატონ რასა იუკნევიჩიენეს, რომელიც პოსტს პოსტზე წერდა იმ მომენტში, როცა პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა ხდებოდა. ახლა უწევთ საკუთარ ამომრჩეველთან გაამართლონ სამარცხვინო ქცევა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში არ მუშაობდნენ. ამ მხრივ ერთადერთი საინტერესო ნაწილი, რაც მათ მუშაობას შეიძლება, ახლდეს არის ის, რომ შეგვიძლია, პირდაპირ ვნახო, რა დავალებები მოდის გარედან. მათ შორის, არის პარტია რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება ბატონი გახარიას მიერ, რომელიც გერმანიაშია და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე