ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის 99%-ი მოიგერია - ისრაეილის თავდაცვის ძალები

14 აპრილი 2024, 10:01 236 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ისრაელის წინააღმდეგ 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მაგრამ, მათი 99%-ი მოიგერიეს.

თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ეს შედეგი „ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული წარმატებაა“.

ჰაგარის ინფორმაციით, ირანმა 170 დრონი, 30-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და 120-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მათგან ისრაელის ტერიტორიამდე, რამდენიმე ბალისტიკურმა რაკეტამ მიაღწია, რამაც მცირე ზიანი მიაყენა საჰაერო ბაზას.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელს დრონებისა და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ-ის ძალები დაეხმარნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში