საპროტესტო აქცია 

23 აპრილი 2024, 10:14 217 ნახვა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ  სტუდენტებმა დღესაც დააანონსეს აქცია, რომელიც 19 საათზე უნდა დაიწყოს. გუშინ აქციის მონაწილეები  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწყვეს.

რუსთაველიდან „ქართული ოცნების“ ოფისთან გადავიდნენ და მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ოფისთან მიახლოების საშუალება მათ პოლიციის კორდონმა არ მისცა.

შსს-მ აქციის მონაწილეებს მოუწოდა არ გასცდენოდნენ კანონით დასაშვებ ფარგლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში