ფრანკოფონიის კვირეული დასრულდა

25 მარტი 2017, 00:00 2322 ნახვა

ფრანკოფონიის კვირეულის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფრანგული ენის დღეები სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. სასწავლებლის ორგანიზებით ჩატარდა კონკურსები ენის ცოდნასა და კალიგრაფიაში, ფილმის ჩვენება და ტესტირებები, რომელშიც სტუდენტებთან ერთად მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებული კონკურსანტები დღეს დააჯილდოვეს. კვირეულის დახურვის ღონისძიებას ესწრებოდა საფრანგეთის საელჩოს ატაშე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო დარგში ტერი ბურტე. მან ფრანგულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობებზე ისაუბრა.  ფრანკოფონიის დღეები ფრანგული ენის პოპულარიზაციას ემსახურება. ბათუმის უნივერსიტეტში ტრადიციულად, ყოველწლიურად აღნიშნავს თარიღს, რომლის  მიზანიც სტუდენტთა მოტივაციის ამაღლებასთან ერთად პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში