ბათუმში მცირეწლოვანს ავტომობილი დაეჯახა - ბავშვი გარდაიცვალა

25 აპრილი 2024, 16:28 1364 ნახვა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ავტომობილი სამი წლის ბავშვს დაეჯახა. 

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბავშვი ეზოში ველოსიპედით თამაშობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში