რადოსლავ სიკორსკი - ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის 5 წუთში დასრულება შეუძლია

26 აპრილი 2024, 09:32 217 ნახვა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში დაწყებული ომის 5 წუთში დასრულება, სერგეი შოიგუსთან ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია.

სეიმში სიტყვით გამოსვლისას რადოსლავ სიკორსკიმ კითხვაზე - აქვს თუ არა პოლონეთს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სცენარი, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს შეიძლება მოხდეს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენით უკრაინის პრეზიდენტის, ე.წ. მშვიდობის ფორმულის შესაბამისად.

სიკორსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსი ლიდერები პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში