პარიზის ოლიმპიადის დასკვნითი საგზურები სტამბოლში გათამაშდება

29 აპრილი 2024, 15:18 364 ნახვა

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრები თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაგეგმილი დასკვნითი სალიცენზიო ტურნირში იასპარეზებს, სადაც პარიზის ოლიმპიადის ბოლო საგზურები გათამაშდება.

ამ დროისთვის პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მხოლოდ ოთხ ქართველ მოჭიდავეს აქვს. ბერძნულ-რომაულში რობერტ კობლიაშვილს, თავისუფალ ჭიდაობაში კი საგზურები გოდერძი ძებისაშვილს, გივი მაჭარაშვილსა და გენო პეტრიაშვილს აქვთ განაღდებული.

სტამბოლში დაგეგმილ ტურნირზე ლიცენზიებს წონების სამ-სამი საუკეთესო მიიღებს.

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების საიტზე გამოქვეყნებული სიის მიხედვით საქართველოს ნაკრები ამ შემადგენლობით იასპარეზებს.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა:

  • ფრიდონ აბულაძე (60 კგ.),
  • რამაზ ზოიძე (67 კგ.),
  • იური ლომაძე (77 კგ.),
  • ლაშა გობაძე (87 კგ.),
  • იაკობ ქაჯაია (130 კგ.)

თავისუფალი ჭიდაობა:

  • რობერტ დინგაშვილი (57 კგ.),
  • ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.),
  • ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ.).


თურქეთში 9-12 მაისს გასამართ ტურნირზე 540 მოჭიდავეა დარეგისტრირებული, სადაც დარჩენილ 54 საგზურს გაითამაშებენ. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში