კიტეიშვილის „შტურმმა“ ავსტრიის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო 

02 მაისი 2024, 09:02 227 ნახვა

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ავსტრიის თასის ფინალში ვენის „რაპიდს“ დაუპირისპირდა, 2:1 დაამარცხა და ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

ანგარიში რაპიდმა გახსნა და პირველი ტაიმიც 1:0 მოიგო. მატჩის მეორე ნახევარში „შტურმმა“ ავტოგოლით გაათანაბრა. 81-ე წუთზე კი სამი მცველის გარემოცვაში მყოფმა კიტეიშვილმა ტომი ჰორვატს საგოლე პასი მიაწოდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

„შტურმმა“ შარშანდელი ფინალიც სწორედ „რაპიდს“ მოუგო. ამ გუნდებმა ერთი კვირის წინ ავსტრიის ბუნდესლიგაშიც ითამაშეს და ის მატჩიც „შტურმმა“მოიგო 3:1.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში