პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

07 მაისი 2024, 11:52 249 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას ეხმიანება, რომ თითქოს ,,FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ”.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, FARA-ში შეყვანილია გიული ალასანია და დავით კეზერაშვილის ტელევიზია "ფორმულა", რომლებიც უკვე 12 წელია აღარ არიან საქართველოს "მთავრობის სახელით მოქმედი პირები".

მისი განცხადებით, ამგვარი ინფორმაცია საქართველოში იმ ჯგუფებს ახალისებს, რომლებიც კანონპროექტს აპროტესტებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში