რუმინეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება

08 მაისი 2024, 13:26 299 ნახვა

რუმინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი მზადაა განიხილოს უკრაინაში სარაკეტო სისტემა პეტრიოტის გაგზავნის საკითხი. ამის შესახებ მან თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამ განცხადებით იგი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნებისადმი გერმანიის მიმართვას გამოეხმაურა.

რუმინეთმა 2017 წელს პეტრიოტის სისტემების  მისაღებად ხელი მოაწერა 4 მილიარდი დოლარის ხელშეკრულებას, რაც ნატოსა და ევროკავშირის სახელმწიფოს მიერ გაფორმებული ყველაზე დიდი კონტრაქტია დღემდე, პირველი პარტია მან 2020 წელს მიიღო.  ბაიდენმა მადლობა გადაუხადა რუმინეთს ნატოს აღმოსავლეთ, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში