ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის ჩემპიონატში გამოირჩა 

17 მაისი 2024, 09:51 317 ნახვა

ვაკო ყაზაიშვილმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა "შანდუნ ტაიშანის" რთულ საშინაო გამარჯვებაში "შენჟენთან", რომელიც მისმა გუნდმა 3:2 მოიგო.

ქართველმა შემტევმა ჯერ საგოლე პასი შეასრულა, რითაც მისი გუნდი დააწინაურა, ხოლო 68-ე წუთზე თავად გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ყაზაიშვილის აქტივში ახლა 4 გოლი და 2 საგოლე პასია.

12 ტურის შემდეგ "შანდუნი" მეოთხე ადგილზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში