თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ ისევ დამარცხდა 

19 მაისი 2024, 08:19 277 ნახვა

იტალიის საკალათბურთო სერია A-ს მეოთხედფინალურ სერიაში „ვირტუს ბოლონიამ“ „ტორტონასთან“ 75:82 წააგო და საერთო ჯამში ანგარიში გათანაბრდა - 2:2.

საკუთარ არენაზე ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, „ვირტუსმა“ უპირატესობა ხელიდან გაუშვა. ყველაფერს მეხუთე მატჩი გაარკვევს, რომელიც ბოლონიაში გაიმართება.

თორნიკე შენგელიამ 17 წუთში მხოლოდ 4 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. სერიის მეხუთე და გადამწყვეტი მატჩი 21 მაისს გაიმართება და გამარჯვებული ნახევარფინალში გავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი