სტუდენტური ფესტივალი 2024

19 მაისი 2024, 14:01 275 ნახვა

ახალგაზრდული ფესტივალი სტუდფესტი 2024-ის ფარგლებში ამჯერად ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა, რომელშიც საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ტურნირზე გამარჯვებულები სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

„სტუდფესტი 2024“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება და მასში საქართველოს ყველა უნივერსიტეტის 25 000-მდე სტუდენტი მონაწილეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში