ისრაელმა რაფაჰზე იერიში უნდა შეწყვიტოს - გაერო

25 მაისი 2024, 13:45 342 ნახვა

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ისრაელმა რაფაჰზე იერიში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს.

ამასთან, ისრაელმა უნდა უზრუნველყოს ღაზის სექტორში საჭირო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

სასამართლოს გადაწყვეტილებას პროტესტით გამოეხმაურა ისრაელის მთავრობა, თუმცა ამის მიუხედავად, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაძლოა მათზე სანქციები დაწესდეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში