თურქეთში მომხდარი 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ოთხი შენობა ჩამოინგრა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა. ბიძგები იგრძნობოდა სტამბოლსა და მიმდებარე პროვინციებში. გერმანიის გეომეცნიერებების კვლევითი ცენტრის განცხადებით, მიწისძვრა 10 კმ სიღრმეზე მოხდა.