ანსამბლ “ოჰოი ნანას“ საიუბილეო კონცერტი

14 ივნისი 2024, 10:15 1062 ნახვა

ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ოჰოი ნანას“ კონცერტი გაიმართა ბათუმის საზაფხულო თეატრში. ღონისძიება ანსამბლის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. საიუბილეო საღამოზე ათი ქორეოგრაფიული ნომერი შესრულდა.

ანსამბლის რეპერტუარშია ცნობილი ქართული ცეკვები, მათი  ტრადიციული და ახლებური ინტერპრეტაციებით.

“ოჰოი ნანა“ ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლია, რომელსაც რამდენიმე თაობა ჰყავს აღზრდილი.

ანსამბლს გრანპრი არაერთხელ აქვს მიღებული აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ქორეოგრაფიულ ოლიმპიადებზე.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში