უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა შუახევში

15 ივნისი 2024, 17:36 316 ნახვა

უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა შუახევში. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გასულ წელს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. რუსუდან შავიშვილმა  დამსწრეებს მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ანგარიშიც გააცნო.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტულ პროგრამებს შორის  წელს პირველად ამოქმედდა ,,აჭარის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისა და მემთეურთა  ავადობის კვლევა“.

პროგრამა გულისხმობს იალაღებზე მყოფი მოსახლეობის გამოკვლევებს  ადგილზე სამედიცინო ბრიგადების ვიზიტების გზით. გასვლით შეხვედრაზე უმაღლესი საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს  ადრეულ ქორწინებასა და უკუშედეგებზე.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი