თხილვანელები განსახლების მოლოდინში

06 აპრილი 2017, 00:00 2809 ნახვა

მეწყერსაშიში ზონა, სადაც ათობით ოჯახი ცხოვრობს. საუბარია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაზე, სადაც მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. აქ ცხოვრობენ ოჯახები, რომლებიც 20 წლის წინ ხელისუფლებამ მარნეულში ჩაასახლა, არასათანადო საცხოვრებელი პირობების გამო, კი ეკომიგრანტები უკან, ხულოში მალევე დაბრუნდნენ. დღეს, ეს ოჯახები კომპენსაციას ითხოვენ.

 აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პირველ ეტაპზე 25 ათას ლარიანი პროგრამით მხოლოდ იმ 28 ოჯახს დააკმაყოფილებს, რომლებსაც აქამდე სახელმწიფოსგან სხვა სახის დახმარება არ მიუღიათ. რაც შეეხება მარნეულიდან დაბრუნებულ 50-მდე ოჯახს, მთავრობაში ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში ამ ეკომიგრანტების საკითხსაც განიხილავენ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში