ბათუმში, სანაპიროსთან მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან ახალგაზრდა კაცს მეხი დაეცა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს სხეულზე პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის პაციენტი კონტაქტურია და სტაციონარშია გადაყვანილი.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე