უწყვეტი პროტესტის ერთი წელი

28 ნოემბერი 2025, 19:58 110 ნახვა

უწყვეტი საპროტესტო აქციების ერთი წელი ქვეყანაში - ზუსტად ერთი წლის წინ, რაც მთავრობის მეთაურმა, 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგიდან მოხსნა, რუსთაველის გამზირი პროტესტის მთავარი ეპიცენტრი გახდა.

ზუსტად ერთი წლის თავზე აქცია-მსვლელობა ამ წუთებშიც იმართება - პროტესტში მონაწილეები რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობით ისევ ქვეყნის მთავარ მოედანზე შეიკრიბებიან.

ამბობენ, რომ უწყვეტი პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანაში, მათივე შეფასებით, რუსული რეჟიმი არ შეიცვლება.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში