პოლონეთი ქართველებს სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით აღარ მისცემს

28 ნოემბერი 2025, 20:02 107 ნახვა

პოლონეთმა საქართველო ამოიღო იმ ხუთი ქვეყნის ჩამონათვალიდან, რომლებსაც სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით აძლევდა.

პრივილეგიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 21 ნოემბერს გაუქმდა. რეგულაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს მოკლევადიანი სამუშაო ვიზის ასაღებადაც სრული პროცედურის გავლა მოუწევთ.

სამუშაო ვიზების გაცემის გამარტივებული გზით კვლავ ისარგებლებენ სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეები.

ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოსაც შეეხებოდა, პოლონეთში აგვისტოში მიიღეს.

სამინისტრომ განმარტა, რომ ცვლილებების შეტანა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეზღუდვების შესახებ დისკუსიების დაწყებასაც უკავშირდებოდა. გადაწყვეტილება შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში