ვეტერანი მოჭიდავის იუბილე

12 აპრილი 2017, 00:00 2421 ნახვა
00:00
00:00

ვეტერან მოჭიდავე ანდრო ქავთარაძეს 80 წელი შეუსრულდა. იუბილე მას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტული საზოგადოების წევრებმა მიულოცეს. ანდრო ქავთარაძე  მრავალგზის ჩემპიონია. წლების განმავლობაში  აქტიურ სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა და არაერთი წარმატებული მოჭიდავეც აღზარდა. ვეტერანი მოჭიდავე ამ მიმართულებით დღემდე მუშაობს. ანდრო ქავთარაძე აჭარის ვეტერან სპორტსმენთა კავშირს ხელმძღვანელობს.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი