საკალათბურთო პლეიოფში „ბათუმი“ „ქუთაისს“ უმასპინძლებს

30 აპრილი 2025, 09:01 72 ნახვა

დღეს 19:00 საათზე, ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება საკალათბურთო პლეიოფის სერიის უმნიშვნელოვანესი მატჩი, სადაც „ბათუმი“ „ქუთაისს“ დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ პლეიოფის გათამაშებები სამ მოგებამდე მიმდინარეობს.

ჯერჯერობით „ბათუმმა“ ქუთაისში ორი მარცხი იწვნია, თუმცა ბათუმში გამართულ საპასუხო შეხვედრაში ზღვისპირელებმა მეტოქე დამარცხეს და სერიის ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს.

„ბათუმს“ სერიაში ანგარიშის გასათანაბრებლად კი მხოლოდ მოგება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ბათუმის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში