ბათუმში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეშვიდე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა აზერბაიჯანის ნაკრები დაამარცხა.
ქალთა მეორე ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა. ქალთა მესამე - ახალგაზრდულმა ნაკრებმა კი სერბეთის ძლიერ გუნდთან ყაიმით დაასრულა დაპირისპირება. ფინიშამდე ორი ტურით ადრე, ჩემპიონატს 12 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს პოლონეთის ნაკრები.
ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩებიან გერმანიისა და უკრაინის გუნდები, ხოლო საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები 10 ქულით მეოთხე პოზიციაზეა. დღეს ჩემპიონატის სამეულში მოსახვედრად გადამწყვეტი მატჩები გაიმართება: საფრანგეთი - პოლონეთი; უკრაინა - საქართველო; გერმანია - საბერძნეთი.
საქართველოს მეორე ნაკრები ნიდერლანდის გუნდს შეხვდება, ხოლო მესამე გუნდი ინგლისელებს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ვაჟებს: საქართველოს პირველმა ნაკრებმა ფრედ ითამაშა სლოვენიასთან, მეორე ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა.
მესამე - ახალგაზრდულმა გუნდმა ირლანდიას მოუგო, ხოლო მეოთხე ნაკრებმა შოტლანდიელებთან გაიმარჯვა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე