უკრაინის ქალაქებზე რუსეთმა დრონებით მასშტაბური თავდასხმები განახორციელა

30 აპრილი 2025, 10:01 81 ნახვა

რუსეთის სამხედრო ძალებმა გასული ღამით ხარკოვსა და დნეპრზე მასშტაბური დრონებით თავდასხმა განახორციელეს, ნათქვამია უკრაინის ხელისუფლების, მაშველებისა და პოლიციის განცხადებებში.

დნეპრზე კამიკაძე-დრონის თავდასხმის შედეგად, 53 წლის კაცი დაიღუპა და 78 წლის ადგილობრივი მკვიდრი დაშავდა - განაცხადა რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა, რომ 34 უკრაინული დრონის თავდასხმა მოიგერია.

რუსეთის ვლადიმირის ოლქში დრონით თავდასხმის შედეგად საწყობში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, განაცხადა გუბერნატორმა ალექსანდრე ავდეევმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში