საიას განცხადება და გამოხმაურებები

02 მაისი 2025, 14:01 137 ნახვა

’’საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა’’  ასოციაციაში აცხადებენ,  რომ გასული  წლის ნოემბერში   მშვიდობიანი დემონსტრაციების დასარბევად ხელისუფლება  ქიმიურ საშუალებებს იყენებდა, ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლში შერეული იყო  ქიმიური გამაღიზიანებლები.

საიაში განმარტავენ, რომ  წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლების შერევა საფრთხის შემცველი პრაქტიკაა, რაც  ჯანმრთელობის დაზიანების სერიოზულ რისკს  ქმნის.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შესაბამისი უწყებებიდან  გამოითხოვეს ინფორმაცია  თუმცა  ამ დღემდე უცნობია, რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან განმარტავენ, რომ  ჯანდაცვის სამინისტროც არ ფლობს ინფორმაციას განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში გამოყენებული  ქიმიური საშუალებების  შესახებ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში