სეულში მიმდინარე გრანპრიზე ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ტურნირზე სამი მოგებული ბრძოლის შემდეგ მეოთხედფინალში ოლიმპიური ჩემპიონი და რეიტინგის პირველი ნომერი, კორეელი სან გუკ ოჰი 15:11 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც უნგრელ კრისტიან რაბთან 10:15 წააგო და მესამე ადგილზე გავიდა.