გიორგი მიქაუტაძის საიუბილეო გოლი

05 მაისი 2025, 09:35 103 ნახვა

გიორგი მიქაუტაძემ ისევ გაიტანა ლიგა 1-ში, მაგრამ „ლიონმა“ „ლანსთან“ საშინაო შეხვედრა მაინც წააგო – 1:2. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მიზანს 78-ე წუთზე მიაღწია. მიქაუტაძემ ფლანგური გადაცემისას მცველს აჯობა და თავით ზუსტად დაარტყა. მაგრამ „ლანსმა“ ექვს წუთში ანას ზარურის ზუსტი დარტყმით მაინც მოიგო.

32 ტურის შემდეგ „ლიონი“ ლიგა1-ში 54 ქულით მე-7 პოზიციაზე დაქვეითდა. გიორგი მიქაუტაძემ კი ანგარიშზე უკვე 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

აღსანიშნავია, რომ ეს გოლი იყო საიუბილეო, მეორასე ქართული გოლი ტოპ ხუთი ლიგის ჩემპიონატებში.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში