ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში „ერევნის თასი 2025“-ზე წარმატებით იასპარეზა ბათუმის სპორტული ცენტრის მოციგურავემ ქეთევან მახარაძემ, რომელმაც ნორჩებს შორის გამართულ ასპარეზობაში, მიუხედავად დიდი კონკურენციისა, ორივე პროგრამაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ბათუმელი მოციგურავე უკვე დაბრუნდა ბათუმში, მას თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმა ბათუმის ყინულის არენაზე საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, გამარჯვება მიულოცეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს. აქვე გეტყვით, რომ ქეთევან მახარაძე შეჯიბრებისთვის მწვრთნელმა სესილი ბერძენიშვილმა მოამზადა.