კიევზე თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

07 მაისი 2025, 09:30 124 ნახვა

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით,  რუსეთმა  უკრაინის დედაქალაქს  ერთი ბალისტიკური რაკეტითა და   28 დრონით შეუტია.  სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსული დრონების უმეტესობა კიევისკენ იყო მიმართული. უკრაინის დედაქალაქის ოთხი რაიონი დაზარალდა.

შევჩენკოვსკის რაიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სადაც ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

დნეპროვსკის ოლქში დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა.  სვიატოშინსკის რაიონში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს დრონის ნამსხვრევები დაეცა, რამაც  ხანძარი გამოიწვია. საავადმყოფოში სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით  სამი ბავშვი გადაიყვანეს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში