„მონაკომ“ ევროლიგის მეოთხედფინალში „ბარსელონა“ დაამარცხა და ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვა. ფრანგულმა გუნდმა სერიის მეხუთე, გადამწყვეტი მატჩი ესპანურ კლუბს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 85:84 მოუგო და სერიაში 3:2 გაიმარჯვა.
„მონაკოში“ საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი მუშაობს, რომელიც ვასილის სპანულისის ასისტენტია. მცირე ხნით, სანამ სპანულისს დანიშნავდნენ, მთავარი მწვრთნელის მოვალეობასაც ასრულებდა.
ევროლიგის ოთხთა ფინალში „მონაკოს“ გარდა, პირეოსის „ოლიმპიაკოსი“, სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ და ათენის "პანათინაიკოსი" ითამაშებენ.