ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პარტიის თავმჯდომარის პოსტი ისევ ჩაიბარა. ირაკლი კობახიძემ ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლა. “ქართული ოცნების“ რიგით IX ყრილობა სწორედ თავმჯდომარის არჩევით დაიწყო.
ყრილობას მხარდასაჭერად ასევე “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა წარედგინა. სახელისუფლო პარტიის პოლიტსაბჭო 15 წევრის შემადგენლობით ჩამოყალიბდა, მათ შორის რამდენიმე ახალი წევრია.
სიტყვით პოლიტსაბჭოს წევრებს მიმართა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც რამდენიმე საკითხზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე. მან მადლობა გადაუხადა ქართული ოცნების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვისაც და გამოყო ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურება პარტიის გასაძლიერებლად.