ვატიკანში პირველი კენჭისყრა უშედეგოდ დასრულდა

08 მაისი 2025, 10:58 94 ნახვა

სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამურიდან შავი  კვამლი ამოვიდა, კონკლავის პირველ დღეს კარდინალებმა ახალი პაპის არჩევა ვერ შეძლეს. მონაწილე კარდინალებიდან ვერც ერთმა ხმების ორი მესამედი ვერ მოაგროვა.

ამგვარად, დღეს კარდინალები სიქსტეს კაპელიდან კვლავ სანტა მარტას სახლში დაბრუნდებიან. გადაყვანა განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით ხდება. 

კენჭისყრის მორიგი რაუნდები მომდევნო დღეებში გაგრძელდება. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე მათ აკრძალული აქვთ გარესამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობს.

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში