კაია კალასი - ევროკავშირი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს

09 მაისი 2025, 10:14 92 ნახვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს.

კალასის თქმით, გაერთიანების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში გაემგზავრებიან და დაადასტურებენ მზაობას 1 მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ასევე მისცემს საბოლოო პოლიტიკურ თანხმობას ომის დანაშაულებისა და აგრესიის დანაშაულის ტრიბუნალის შექმნაზე.

ასევე ხაზი გაუსვა, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ვინც რეალურად დაიწყო ომი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში