80 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან | ქობულეთი

09 მაისი 2025, 14:05 230 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ფიჭვნარის „ძმათა სასაფლაო“ და დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს.

მეორე მსოფლიო ომში ქობულეთიდან 6000 ადამიანი იბრძოდა, მათგან 1600 დაიღუპა.

მე-2 მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად ობელისკზე ახალი მემორიალური დაფა განთავსდა.

ომში დაღუპულთა ოჯახებს მუნიციპალიტეტიდან წელიწადში ერთხელ 500 ლარიანი დახმარება ეძლევათ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში