ჰამასი მზად არის გაათავისუფლოს ისრაელის ტერიტორიიდან 2023 წლის ოქტომბერში გატაცებული ერთ-ერთი მძევალი, სამხედრო მოსამსახურე ედან ალექსანდერი. მას ისრაელის და აშშ-ის მოქალაქეობა აქვს.
წყაროების თანახმად, ჰამასი ედან ალექსანდერის გათავისუფლებას დასთანხმდა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტის წინ, რომელიც ხვალ იწყება და იმ იმედით, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის განახლებას.