იტალიის სერია A-ს რეგულარული სეზონის ბოლო ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ტრაპანი“ დაძაბულ ბრძოლაში, 101:96 დაამარცხა. მატჩის ბედი ოვერ-ტაიმში გადაწყდა, რომელიც ბოლონიელებმა 12:7 მოიგეს. თორნიკე შენგელიამ 25 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
„ვირტუს ბოლონიამ“ 23 მოგებით და 7 წაგებით რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფის პირველ სტადიაზე მერვეადგილოსან „ვენეციას“ შეხვდება.